Monday, June 7, 2010

დავალება 2.

საქართველოს განათლების სამინისტრომ,განათლების სისტემის რეფორმის და სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამის ფარგლებში, განათლების სამინისტრო საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში შეაქვს კომპიუტერები. ამ რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ გადაწყვიტა გამოეტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტროს მიერ შეტანილ კომპიუტერზე დაინსტალირებულია ოპერაციული სისტემა “ლინუქსი”.
ამასთან: ნებისმიერ საჯარო სკოლას, თუ სურვილი აქვს, უფლება აქვს დამოუკიდებლად შეიძინოს ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა “ვინდოუსი” და დააინსტალიროს ის სკოლის კომპიუტერზე.

დავალება:მოიყვანეთ ამ განაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
_________________________________________________________________

საქართველოში, უმეტესობა იყენებს "დაკრეკილ" ვინდოვს ოპერაციულ სისტემას და არც კი გაუგიათ იმის შესახებ, რომ არსებობს რეალურად XP–ს ალტერნატივა–LINUX.

სკოლაში ლინუქსის დაყენების შემთვევაში აუცილებლად გადავეყრებით შემდეგ პრობლემებს:

  • 1. ლინუქსის არცოდნა. იმისათვის რომ მასწავლებლებმა აითვისონ ეს ოპერაციული სისტემა საჭირო იქნება მათი გადამზადება. ეს გამოიწვევს გარკვეულ ხარჯებს.

  • 2.ბავშვებს,რომლებიც უკვე რაღაცა კუთხით იციან Windows XP ახალი ოპერაციული სისტემის დანერგება შეუქმნის დისკომფორტს.



http://i.zdnet.com/blogs/linux_vs_microsoft.jpg

მაგრამ ამავდროულად, ასეთი პროგრამის დანერგვის შემთხვავაში უამრავი დადებითი მხარეც გამოჩნდება, კერძოდ კი:

  • 1. ფინანსური მხარე.

როგორც იცით, ვინდოვს ოპერაციული სისტემის ლიცენზია ღირს ფული, ხოლო ლინუქსი უფასოა. შესაბამისად, თანხა რომელიც უნდა დახარჯულიყო ვინვსის ლიცენზიის ყიდვაზე მოხმარდება მასწავლებლების გადამზადებაში.

  • 2. უსაფრთხოება.
მოგეხსენებათ,რომ პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობას ძალიან აფერხებს სხვა და სხვა მავნე პროგრამები, ე.წ ვირუსები. იქმნება ანტივირუსის დაყენების საჭიროება,რომელიც ხშირ შემთხვევაში ძვირი სიამოვნებაა, როგორც ფინანსური , ასევე კომპიუტერის რესურსების გამოყენების მხრიდან( საკმაოდ დიდი რესურსი მიაქვთ). ამ კუთხით,ლინუქსი ბევრად წინ არის ვინდოვს ოპერაციულ სისტემაზე, რადგან ლინუქსს გაანჩნია დაცვის უფრო მოხერხებული მექანიზმები.
  • 3.ღია კოდი.
მოგეხსენებათ,რომ ლინუქსის შექმნის მთავარი ფილოსოფია არის "ღია კოდი", ანუ ყველას შეუძლია ყველაფრის შეცვლა. ამიტომაც ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ ოპერაციულ სისტემაში მხოლოდ ის,რაც რეალურად დაგვჭირდება, ან თუნდაც ახალი მოდიფიკაცია დავამატოთ.
http://www.bablotech.com/wp-content/uploads/2009/01/windows-vs-linux.jpg
  • 4.უფასო პროგრამული უზრუნველყოფა
ლინუქსში, ისევე როგორც სხვა ოპერაციულ სისტემებს, დიდი მნიშვნელობა ეთმობა პროგრამულ უზრუნველყოფას, ამიტომაც მასში არის ყველა იმ პროგრამის ალტერნატივა,რომლებსაც ვხმარობთ ვინდოვსში.